„დიდგორის“ მოცემული მოდიფიკაცია განახლებული დიზაინით, განკუთვნილია საარმიო დაზვერვის ქვედანაყოფებისთვის. ჯავშანმანქანის კორპუსში შეიძლება განთავსდეს ტელესკოპურ ანძაზე დამონტაჟებული სახმელეთო დაზვერვის მცირეგაბარიტული რადიოლოკაციური სადგური, სითბოვიზორი, დღის და ღამის ინფრაწითელ სპექტრში ხედვის კამერები და სხვა.
330 ცხენის ძალის მქონე ძრავით აღჭურვილი სადაზვერვო ჯავშანმანქანა უზრუნველყოფს ჯავშანმანქანაში მსხდომთა დაცვას STANAG 4569 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად და გათვლილია შვიდ სამხედრო მოსამსახურეზე. მანქანას მოასფალტებულ გზაზე 110 კმ/სთ-ის განვითარების შესაძლებლობა აქვს და ტექნიკურად 60-სანტიმეტრიანი თხრილის, 40 სმ სიმაღლის ვერტიკალური წინაღობის და მოუმზადებლად 80 სმ სიღრმის წყლის დაბრკოლების გადალახვა შეუძლია.
სადაზვერვო „დიდგორი“ გამოიყენება მოწინააღმდეგის ჯავშანკოლონების გადაადგილების ფარული დაზვერვისთვის და შეუძლია მათი ადრეული დაფიქსირება, რამდენიმე ათეული კმ-ის სიშორიდან.
ტექნიკური მახასიათებლები:
სიგრძე - 6450 მმ
სიგანე - 2750 მმ
მასა - 9000 კგ
ძრავის სიმძლავრე - 330 ცხ/ძალა
სავალი ნაწილის ფორმულა - 4X4
სიჩქარეთა გადაცემის კოლოფი - ავტომატური
მაქსიმალური სიჩქარე 110 კმ/სთ
სვლის მარაგი 500 კმ
ეკიპაჟი 7 კაცი