ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა / რს-122ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა / რს-122

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა / რს-122

122 მმ კალიბრის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, განკუთვნილია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, ჯავშანტექნიკის, საარტილერიო ბატარეების, გამაგრებული ობიექტების, სამეთაურო პუნქტების და სხვა სამიზნეების გასანადგურებლად. ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები ინტენსიურად გამოიყენება სხვადასხვა მასშტაბის საბრძოლო მოქმედებებში.

მანქანას დაჯავშნული კაბინა აქვს, რომელიც მასში მყოფ ხუთკაციან ჯგუფს ტყვიებისა და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისგან იცავს. 

„დელტა“ პოტენციურ კლიენტს სთავაზობს მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული 122 მმ „გრადის“ სისტემის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების პაკეტების მონტაჟს და შასის დაჯავშნას კონკრეტულად შერჩეულ მოდელებზე.

 

ტექნიკური მახასიათებლები:

შასი КрАЗ-63221

ეკიპაჟი 5 კაცი

მიმმართველი მილების რაოდენობა პაკეტში 40 ერთეული

სრული ზალპის ხანგრძლივობა 20 წმ

მაქსიმალური სიჩქარე ტრასაზე 70 კმ/სთ

სვლის მარაგი 500 კმ

კალიბრი 122 მმ

სროლის მინიმალური მანძილი 1000 მეტრი

სროლის მაქსიმალური მანძილი 45000 მეტრი (დამოკიდებულია 122 მმ რაკეტის ტიპზე)