„დელტას” სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. საწარმოს თანამშრომლებს შეუძლიათ, კონკრეტული საჭიროების მიხედვით და დამკვეთის სურვილის შესაბამისად, მთლიანად გადააკეთონ და მოდერნიზება გაუკეთონ ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებას. წლების მანძილზე „დელტა“ დამკვეთებისთვის ამზადებდა: საინკასაციო შეჯავშნილ მანქანებს, სახანძრო მანქანებს, მოძრავ მომსახურების ცენტრებს და სხვა მრავალი დანიშნულების ავტოტრანსპორტს. ორგანიზაციას ამ მიმართულებით მრავალფეროვანი გამოცდილება დაუგროვდა. „დელტა“ დამკვეთებს სწრაფ, მოქნილ, ბიუჯეტურ და შედეგზე ორიენტირებულ მომსახურებას სთავაზობს.