„დელტაში“ სხვადასხვა ტიპის ჯავშანჟილეტებისთვის და სამხრე-საქამრე სისტემებისთვის შემუშავებულია და იწარმოება Molle-ს სისტემაზე თავსებადი ათეულობით სხვადასხვა მოდელის და დანიშნულების ტაქტიკური აქსესუარები, მათ შორის:
- უნივერსალური კონსტრუქციის სამჭიდეები შაშხანის და პისტოლეტის მჭიდებისთვის;
- მსხვრევადი, საკვამლე და შუქ-ბგერითი ხელყუმბარების ჩანთები;
- ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნის გასროლების სატარებელი ქამრები და ჩანთები;
- ინდივიდუალური აფთიაქის ჩანთები;
- რადიოსადგურის ჩანთები;
- მცირე ზომის ტაქტიკური ჩანთები ჯავშანჟილეტის უკანა პანელზე დასამაგრებლად;
- ცარიელი მჭიდების ჩასაყრელი ჩანთები;
- ჯავშანჟილეტის წინა პანელზე თავსებადი უნივერსალური ჩანთები;
ჩაფხუტის სტანდარტული და ტაქტიკური შალითები.