ვინ ვართ ჩვენ
შპს „დელტა ინტერნეიშენალ“-ი გახლავთ სსსტც „დელტა“-ს შვილობილი კომპანია, რომელიც 100% წილის მფლობელია. ჩვენი გუნდი უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციაშია ჩართული, უწევს პოპულარიზაციას „დელტას“ პროდუქციას მსოფლიოს მასშტაბით.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს.
„დელტა“ საქართველოში მოქმედი ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც აპროექტებს, ამზადებს და ცდის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნიმუშებს, სერიულად აწარმოებს სხვადასხვა პროდუქციის მოდელებს და არემონტებს სამხედრო ტექნიკას.
ბოლო წლებია „დელტა“-ში წარმოებული რამდენიმე სახეობის ტექნიკით, იარაღითა და აღჭურვილობით ქართული შეიარაღებული ძალები მარაგდება. „დელტას“ საწარმოებში დამზადებული პროდუქცია ასევე გადის ექსპორტზე.
შპს „დელტა ინტერნეიშენალ“-ის გუნდში დიდი გამოცდილებისა და ცოდნის მქონე ადამიანები არიან გაერთიანებულნი. თითოეულ ჩვენგანს გააზრებული აქვს, თუ როგორ იშვიათ და საპასუხისმგებლო საქმეს ვემსახურებით და ამას დიდი სიყვარულით ვაკეთებთ.
შპს „დელტა ინტერნეიშენალ“-ი ერთიანი გუნდია და ყოველთვის მზად არის ახალი გამოწვევებისთვის, პროექტებისთვისა და იდეების განხორციელებისთვის. „დელტაში“ წარმოებული ტექნიკის ნაწილი ექსპორტირებულია და რამდენიმე ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ირიცხება, რაც ჩვენი კომპანიისთვის საამაყო მაგალითია.
ჩვენ მუდამ მზად ვართ პარტნიორობისა და თანამშრომლობისთვის, არ ვუშინდებით გამოწვევებსა და სიახლეებს, დარწმუნებულნი ვართ საკუთარ შესაძლებლობებში და გვჯერა ჩვენი იდეების.