ჯავშანმანქანა  დიდგორი მეომარიჯავშანმანქანა  დიდგორი მეომარი

ჯავშანმანქანა დიდგორი მეომარი

„მეომარი“ უნივერსალური მოდულური პლატფორმაა. მისი კონსტრუქცია იძლევა მანქანის უკანა ნაწილზე სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების - ტანკსაწინააღმდეგო, საზენიტო, საარტილერიო და სხვა სპეციალიზებული მოდულების ინტეგრირების შესაძლებლობას.  ჯავშანმანქანა გამოირჩევა ძლიერი შეჯავშნით, მაღალმანევრულობით და სხვადასხვა ტიპის რელიეფზე მაღალი გამავლობის მაჩვენებლებით.
მანქანის ეკიპაჟი შედგება ხუთი წევრისგან: მანქანის მეთაური, მძღოლ მექანიკოსი, დისტანციური მოდულის ოპერატორი და ორკაციანი დესანტი ან სხვადასხვა  შეიარაღების სისტემის ოპერატორი.

 

ტექნიკური მახასიათებლები:

სიგრძე 5620 მმ

სიგანე 2420 მმ

სიმაღლე 2440 მმ

საბრძოლო მასა 7000 კგ

ძრავის სიმძლავრე 330 ცხ/ძალა

გადაცემათა კოლოფი ავტომატური

სავალი ნაწილის ფორმულა 4X4

მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ

სვლის მარაგი 500 კმ

ეკიპაჟი 3 კაცი

დესანტი 2 კაცი

ჯავშანი EN1063 BR7+ დონე