სასწავლო ხელყუმბარის დანიშნულებაა უზრუნველყოს საბრძოლო ხელყუმბარის აფეთქების იმიტაცია, რაც გულისხმობს ხმის, მტვრის და კვამლის წარმოქმნას, რა დროსაც გამორიცხული იქნება ვინმეს ან რაიმეს დაზიანება, აგრეთვე მისი დანიშნულებაა საბრძოლო ხელყუმბარასთან მოპყრობის უნარ-ჩვევების გამომუშავება და მისი სწორად და ეფექტიანად გამოყენება საბრძოლო პირობებში.
სასწავლო ხელყუმბარის კორპუსი დამზადებულია ეკოლოგიურად უსაფრთხო მინერალური ნედლეულისაგან.
ტექნიკური მახასიათებლები:
1. ნატეხების გაბნევის რადიუსი - 5÷7 მ
2. ხმის სიდიდე - ≈ 100 დბ
3. დიამეტრი - 69 მმ
4. სიმაღლე - 90 მმ
5. წონა - 0,4 კგ
6. დაყოვნების დრო - 3,2÷ 3,8 წმ
7. შენახვის ვადა - 2 წ
8. ფერი - ლურჯი