ჯავშანმანქანა განკუთვნილია დაჭრილების უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთხოდ გამოსაყვანად და გზაში პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. მანქანის უკანა ნაკვეთურში განთავსებულია ოთხი ერთეული საკაცე და სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობა. დამკვეთის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მხოლოდ ორი დაჭრილის გადასაყვანად განკუთვნილი სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანის დამზადებაც.
ტექნიკური მახასიათებლები:
ცარიელი მანქანის მასა - 10 000 კგ
ძრავის სიმძლავრე - 330 ცხ.ძ
თვლების ფორმულა - 4X4
მაქსიმალური სიჩქარე - 120 კმ/სთ
სვლის მარაგი - 500 კმ
ეკიპაჟი - 3 კაცი
დაჭრილების გადაყვანის შესაძლებლობა - 4 დაჭრილი