40 მმ კალიბრის ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი უბგლ-1 განკუთვნილია სტოუნერის სისტემის M-4 და M-16 ტიპის ავტომატურ შაშხანებზე დასაყენებლად. გამოიყენება მოწინააღმდეგის ღიად განლაგებული ცოცხალი ძალის და მსუბუქად დაჯავშნული ტექნიკის გასანადგურებლად.
ყუმბარმტყორცნი აღჭურვილია მექანიკური სამიზნე მოწყობილობით რომლის საშუალებითაც დამიზნება მაქსიმალურ 450 მეტრზე წარმოებს. ყუმბარმტყორცნზე
გამოიყენება NATO-ს სტანდარტის 40×46 მმ კალიბრის სხვადასხვა მოდიფიკაციის და დანიშნულების გასროლები.
ტექნიკური მახასიათებლები:
კალიბრი 40 მმ
წონა 1,7 კგ
სროლის მაქსიმალური მანძილი 400 მ
შეიარაღება 40X46 მმ
იარაღის ტიპი M-4