40 მმ კალიბრის ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი AG-40D განკუთვნილია კალაშნიკოვის სისტემის AKM და AK-74 და სტოუნერის სისტემის M-4 და M-16 ტიპის ავტომატურ შაშხანებზე დასაყენებლად. გამოიყენება მოწინააღმდეგის ღიად განლაგებული ცოცხალი ძალის და მსუბუქად დაჯავშნული ტექნიკის გასანადგურებლად. ყუმბარმტყორცნი აღჭურვილია მექანიკური სამიზნე მოწყობილობით, რომლის საშუალებითაც დამიზნება მაქსიმალურ 450 მეტრზე წარმოებს. ყუმბარმტყორცნზე
გამოიყენება NATO-ს სტანდარტის 40×46 მმ კალიბრის სხვადასხვა მოდიფიკაციის და დანიშნულების გასროლები.
ტექნიკური მახასიათებლები:
კალიბრი 40 მმ
მასა 1,7კგ
საბრძოლო მასალა 40X46 მმ
სროლის მაქსიმალური მანძილი 450 მეტრი
სროლის მინიმალური მანძილი 50 მეტრი
საერთო სიგრძე 400 მმ
ლულის სიგრძე 300 მმ