40 მმ კალიბრის ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი გპ-25 განკუთვნილია კალაშნიკოვის სისტემის AKM და AK-74 ტიპის ავტომატურ შაშხანებზე დასაყენებლად. გამოიყენება მოწინააღმდეგის ღიად განლაგებული ცოცხალი ძალის გასანადგურებლად. ყუმბარმტყორცნი აღჭურვილია მექანიკური სამიზნე მოწყობილობით, რომლის საშუალებითაც დამიზნება მაქსიმალურ 400 მეტრზე წარმოებს.
ყუმბარმტყორცნზე გამოიყენება საბჭოური სტანდარტის ვოგ-25 და ვოგ-25პ ტიპის ლულიდან დატენვადი მსხვრევადი გასროლები და მათი სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული კლონები.
ტექნიკური მახასიათებლები:
კალიბრი 40 მმ
საერთო სიგრძე 323 მმ
ლულის სიგრძე 205 მმ
მასა 1.3 კგ
სროლის მაქსიმალური მანძილი 400 მეტრი
შესაბამისი იარაღი AKM, AK-74
სწრაფსროლა 4-5 გასროლა/წთ
საბრძოლო მასალა ვოგ-25, ვოგ-25პ