ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი რპგ-7გ ერთ-ერთ ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული და პოპულარული იარაღია მსოფლიოში.
მისი დანიშნულებაა მოწინააღმდეგის მძიმედ დაჯავშნული ტანკების, მსუბუქი ჯავშანტექნიკის, საცეცხლე წერტილების და ცოცხალი ძალის განადგურება.
ყუმბარმტყორცნით შესაძლებელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ასეულობით ტიპის 40 მმ კალიბრის კუმულაცური, ტანდემურ-კუმულაციური, მსხვრევადი, მსხვრევად-კუმულაციური, თერმობარული და სხვა ტიპის ყუმბარების გასროლა.
სსსტც ,,დელტა“ პოტენციურ მყიდველს სთავაზობს ყუმბარმტყორცნის, როგორც სტანდარტულ, ასევე პიკანიტის ტიპის მიმმართველი თამასით და ჰოლოგრაფიული სამიზნით აღჭურვილ მოდიფიცირებულ ვარიანტებს.
ტექნიკური მახასიათებლები:
კალიბრი 40 მმ
მასა 5.83 კგ
სიგრძე 950 მმ
ეფექტური სროლის მანძილი 500 მეტრი
მაქსიმალური სროლის მანძილი 1000 მეტრი
საბრძოლო მასალა - რპგ-7 ის ყველანაირი ტიპის გასროლა
ჭურვის საწყისი სიჩქარე 112-145 მ/წმ
ლულის რესურსი - 1000 გასროლა
ჯავშანგამტანობა - დამოკიდებულია გასროლის ტიპზე (მერყეობს 250-600 მმ მდე ფარგლებში)