ნაღმის დანიშნულებაა მძიმედ დაჯავშნული ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანების და ჯავშანტრანსპორტიორების განადგურება გვერდითი პროექციიდან მოხვედრით. ნაღმი რდ-7 განეკუთვნება საინჟინრო საბრძოლო მასალების სახეობას და მისი პირდაპირი დანიშნულებაა მოწინააღმდეგის სატანკო კოლონების გადაადგილების შეფერხება, ტექნიკის მწყობრიდან გამოყვანა ან სრული განადგურება.
ნაღმის მუშაობა დაფუძნებულია ეგრეთ წოდებული დარტყმითი ბირთვის პრინციპზე. მისი დეტონაციისას წარმოიქმნება ისრისებური ფორმის ჯავშანგამტანი სხეული, რომელიც ჯავშანმანქანის ბორტის ჯავშანს კინეტიკური ენერგიით ხვრეტს. ნაღმს
შეუძლია მარტივად გაარღვიოს პირველი თაობის დინამიკური დაცვის კომპლექსებით დაცული ტანკების გვერდითი ჯავშანიც. საბრძოლო მდგომარეობაში ნაღმის დეტონაცია ხორციელდება ოპერატორის მიერ დისტანციურად ან ავტონომიურად ნაღმზე დამაგრებული სითბური და სეისმური სენსორების საშუალებით.
ტექნიკური მახასიათებლები:
მასა 32 კგ
ფეთქებადი ნივთიერების მასა 17,5 კგ
კალიბრი 206 მმ
მოქმედების დიაპაზონი 0 5-50 მეტრი
ჯავშანგამტანობა 110 მმ
ექსპლუატაციის ტემპერატურული დიაპაზონი - 40 + 60 °C
ჯავშნის გარღვევის დიამეტრი 120 მმ
თვითგანადგურების ფუნქცია - პროგრამირებადი