საქართველო ღვინის მოყვანის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციითა და ვაზის მრავალფეროვანი სახეობებით გამოირჩევა. წლების მანძილზე ვაზის მოსავალი უხვი და ხშირი სეტყვის შედეგად მნიშვნელოვნად ზარალდებოდა. დასეტყვის პრევენციის, ზარალის შემცირებისა და აღმოფხვრის მიზნით, „დელტამ” შექმნა და დანერგა თანამედროვე, ორიგინალური სეტყვასსაწინააღმეგო სარაკეტო სისტემა.
სისტემა აერთიანებს სეტყვის აღმომჩენ რადილოკაციურ სადგურს, 80-ზე მეტ დისტანციურად მართვად სარაკეტო დანადგარს და კომპიუტერიზებულ მართვის პუნქტს. „დელტა“ მუშაობის პროცესში, სარაკეტო დამუშავების მეთოდს გამოიყენებს, რაც გულისხმობს გამშვები დანადგარიდან გასროლილი რაკეტის მეშვეობით სეტყვასაშიშ კერებში რეაგენტის (ვერცხლის იოდიდი) შეტანას.
დანადგარის ეფექტიანი ექსპლუატაციის შედეგად, შესაძლებელია მოსალოდნელი ზარალის 70-80%-მდე შემცირება. „დელტამ“ იმ დაინტერესებულ მხარეებს, რომლებსაც სურთ სეტყვისაგან დაიცვან სასოფლო-სამეურნეო მოსავალი, შეუძლია შესთავაზოს, არა მხოლოდ სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მიწოდება, არამედ გაუზიაროს ამ სისტემის ეფექტიანად ექსპლუატაციის უდიდესი გამოცდილებაც.