მანქანის დანიშნულება ბრიგადის დონის საჯარისო შენაერთის შტაბსა და საბრძოლო ქვედანაყოფებს შორის გამართული კავშირის უზრუნველყოფაა. მანქანის შეჯავშნულ კორპუსში, საბრძოლო დანაყოფების მართვისა და კავშირის უზრუნველსაყოფად, დამონტაჟებულია თანამედროვე რადიელექტრონული აპარატურა, რომელიც მოწინააღმდეგის მიერ რადიოელექტრონული ჩახშობის სხვადასხვა საშუალებების გამოყენების შემთხვევაშიც კი გამართულად აგრძელებს ფუნქციონირებას. მანქანის ჯავშანკორპუსი ორ ნაწილადაა გაყოფილი. წინა ნაწილში განლაგებულია ოთხკაციანი ეკიპაჟი, უკანა ნაწილში კი - სამხედრო კავშირგაბმულობის აპარატურა. მანქანა ასევე აღჭურვილია გლობალური ნავიგაციის სისტემით.
ტექნიკური მახასიათებლები:
სიგრძე - 6120 მმ
სიგანე - 2350 მმ
მასა - 8200 კგ
ძრავის სიმძლავრე - 330 ცხ/ძალა
სავალი ნაწილის ფორმულა - 4X4
სიჩქარეთა გადაცემის კოლოფი - ავტომატური
მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ
სვლის მარაგი 500 კმ
ეკიპაჟი 5 კაცი