120 მმ ნაღმმტყორცნი GM-120120 მმ ნაღმმტყორცნი GM-120

120 მმ ნაღმმტყორცნი GM-120

120 მმ კალიბრის ბუქსირებადი ნაღმმტყორცნი GM-120 განკუთვნილია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, მსუბუქი ჯავშანტექნიკის, საავტომობილო ტექნიკის, საცეცხლე პოზიციების და საფორტიფიკაციო ნაგებობების გასანადგურებლად.  გამოიყენება ბრიგადის და პოლკის დონის შენაერთების უშუალო საცეცხლე მხარდაჭერისთვის. ნაღმმტყორცნი GM-120 შექმნილია კლასიკური სქემით და მის შემადგენლობაში შედის: 2-ბორბლიანი ლაფეტი, 14,5 კალიბრი სიგრძის გლუვარხიანი ლულა, საყრდენი ფეხები ლულის ამწევ-დამწევი მექანიზმით, საყრდენი ფილა და ოპტიკური სამიზნე მოწყობილობა.   ლულის ბოლოში დამონტაჟებულია ორმაგი დატენვისგან დამცავი სპეციალური მოწყობილობა. ნაღმმტყორცნიდან შესაძლებელია, როგორც საბჭოური, ასევე NATO-ს სტანდარტის 120 მმ-იანი ნაღმების სროლა.

ტექნიკური მახასიათებლები:

120 მმ კალიბრის ნაღმსატყორცნი GM120

კალიბრი-120 მმ;

ლულის სიგრძე-1540 მმ;

საყრდენი ფილის დიამეტრი-900 მმ;

ლულის მასა-77.7 კგ

საყრდენი ფილის მასა-87.8 კგ;

საერთო მასა-246.4 კგ;

სროლის მაქსიმალური სიშორე-7200 მ;

სროლის მინიმალური სიშორე-460 მ;

 

82 მმ კალიბრის ნაღმსატყორცნი GM82

კალიბრი-82 მმ;

ლულის სიგრძე-1220 მმ;

საყრდენი ფილის დიამეტრი-600 მმ;

ლულის მასა-18.5 კგ

საყრდენი ფილის მასა-10.8 კგ;

საერთო მასა-50.4 კგ;

სროლის მაქსიმალური სიშორე-4000 მ;

სროლის მინიმალური სიშორე-90 მ;