81 მმ ნაღმმტყორცნი GM-81, განკუთვნილია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, მსუბუქი ჯავშანტექნიკის, საავტომობილო ტექნიკის და საცეცხლე პოზიციების გასანადგურებლად. გამოიყენება ბატალიონის დონის ქვედანაყოფის უშუალო საცეცხლე მხარდაჭერისთვის.
ნაღმმტყორცნი GM-81 შექმნილია კლასიკური სქემით და მის შემადგენლობაში შედის: 81 მმ კალიბრის გლუვარხიანი ლულა, საყრდენი ფეხები მექანიკური ლულის ამწევ-დამწევი მოწყობილობით, უკუცემის ჩამხშობი მექანიზმი, სადგამი ფილა და ოპტიკური დამიზნების მოწყობილობა.
ტექნიკური მახასიათებლები:
კალიბრი 81 მმ
ლულის სიგრძე 1270 მმ
საერთო მასა 58.5 კგ
ლულის ამაღლების კუთხე (მაქს) 85 °
ლულის ამაღლების კუთხე (მინ) 45 °
ლულის ჰორიზონტალური მობრუნების კუთხე:
ფეხების გადაადგილების გარეშე +/- 5 °
ფეხების გადაადგილებით - 360 °
სროლის მაქსიმალური მანძილი 5900 მეტრი
სროლის მინიმალური მანძილი 70 მეტრი
სწრაფსროლა 15 გასროლა/წთ
ჭურვის საწყისი სიჩქარე 312 მ/წმ
ლულის რესურსი 10 000 გასროლა
გათვლა - 4 კაცი