პორტატული უხმაურო ბიკალიბრული ნაღმმტყორცნი GNM-60. გათვლილია სადაზვერვო-დივერსიული ან ასიმეტრიული ტაქტიკით მოქმედი ქვედანაყოფების მიერ უხმაურო ოპერაციების ჩასატარებლად. ნაღმსატყორცნიდან შესაძლებელია 40, 60 და 82 მმ კალიბრის ბიკალიბრული კონსტრუქციის მსხვრევადი ნაღმების გასროლა. GNM-60 სროლის პრინციპით განსხვავება კლასიკური ტიპის ნაღმმტყორცნებისგან. გამომგდები მუხტის დეტონაცია ნაღმის კუდში არსებულ სპეციალურ დახურულ კამერაში ხდება. ნაღმის ლულიდან გატყორცვნას სპეციალური დგუში უზრუნველყოფს. ნაღმმტყორცნის წონიდან და გაბარიტებიდან გამომდინარე მისი ტრანსპორტირება და საბრძოლო გამოყენება შესაძლებელია ერთი კაცის მიერ.
ტექნიკური მახასიათებლები:
ლულის კალიბრი 60 მმ
ლულის სიგრძე 395 მმ
სრული მასა 2.5-3,5 კგ
ლულის ამაღლების კუთხე (მაქს) 85 °
ლულის ამაღლების კუთხე (მინ) 30 °
სროლის მაქსიმალური მანძილი 450 მეტრი
სროლის მინიმალური მანძილი 50 მეტრი
სწრაფსროლა 30 გასროლა/წთ
ხმაურის დონე 69 დეციბალი
ნაღმის მასა (60 მმ) 1.5 კგ