- მმ ნაღმმტყორცნი GM-60LB, განკუთვნილია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, მსუბუქი ჯავშანტექნიკის, საავტომობილო ტექნიკის და საცეცხლე პოზიციების გასანადგურებლად. აგრეთვე ბრძოლის ველის დასაკვამლიანებლად. ახასიათებს სროლის მაღალი ტემპი და შეუძლია მაღალი ინტენსივობის გადამღობი ცეცხლის წარმოება. გამოიყენება ასეულის დონის ქვედანაყოფის უშუალო საცეცხლე მხარდაჭერისთვის. განსხვავებით ტრადიციული მოკლელულიანი 60 მმ ნაღმსატყორცნებისგან GM-60LB-ს შეუძლია ბევრად შორ მანძილებზე ზუსტი ცეცხლის წარმოება.
ნაღმმტყორცნი GM-60LB შექმნილია კლასიკური სქემით და მის შემადგენლობაში შედის: 60 მმ კალიბრის გლუვარხიანი ლულა, საყრდენი ფეხები მექანიკური მექანიკური ლულის ამწევ-დამწევი მოწყობილობით, უკუცემის ჩამხშობი მექანიზმი, სადგამი ფილა და ოპტიკური დამიზნების მოწყობილობა.
ტექნიკური მახასიათებლები:
კალიბრი 60 მმ
ლულის სიგრძე 1020 მმ
საერთო მასა 35.5 კგ
ლულის ამაღლების კუთხე (მაქს) 85 °
ლულის ამაღლების კუთხე (მინ) 45 °
ლულის ჰორიზონტალური მობრუნების კუთხე:
ფეხების გადაადგილების გარეშე +/- 5 °
ფეხების გადაადგილებით - 360 °
სროლის მაქსიმალური მანძილი 4058 მეტრი
სროლის მინიმალური მანძილი 150 მეტრი
სწრაფსროლა 15 გასროლა/წთ
ჭურვის საწყისი სიჩქარე 249 მ/წმ
ლულის რესურსი 10 000 გასროლა
გათვლა - 3 კაცი