60 მმ ნაღმმტყორცნი GM-60, განკუთვნილია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, მსუბუქი ჯავშანტექნიკის, საავტომობილო ტექნიკის და საცეცხლე პოზიციების გასანადგურებლად. აგრეთვე ბრძოლის ველის დასაკვამლიანებლად. ახასიათებს სროლის მაღალი ტემპი და შეუძლია მაღალი ინტენსივობის გადამღობი ცეცხლის წარმოება. გამოიყენება ასეულის დონის ქვედანაყოფის უშუალო საცეცხლე მხარდაჭერისთვის.
ნაღმმტყორცნი GM-60 შექმნილია კლასიკური სქემით და მის შემადგენლობაში შედის: 60 მმ კალიბრის გლუვარხიანი ლულა, საყრდენი ფეხები მექანიკური მექანიკური ლულის ამწევ-დამწევი მოწყობილობით, უკუცემის ჩამხშობი მექანიზმი, სადგამი ფილა და ოპტიკური დამიზნების მოწყობილობა.
ტექნიკური მახასიათებლები:
კალიბრი 60 მმ
ლულის სიგრძე 650 მმ
საყრდენი ფილის დიამეტრი - 300 მმ 300 მმ
საერთო მასა 17.4 კგ
ლულის მასა 3.8 კგ
საყრდენი ფილის მასა 3.8 კგ
ორფეხა ლაფეტის მასა 9.8 კგ
ლულის ამაღლების კუთხე (მაქს) 80 °
ლულის ამაღლების კუთხე (მინ) 45 °
ლულის ჰორიზონტალური მობრუნების კუთხე +/-40 °
სროლის მაქსიმალური მანძილი 2550 მეტრი
სროლის მინიმალური მანძილი 94 მეტრი
სწრაფსროლა 15 გასროლა/წთ
ჭურვის საწყისი სიჩქარე 222 მ/წმ
ლულის რესურსი 10 000 გასროლა
გათვლა 3 კაცი