ფარული ტარების ჯავშანჟილეტი (ექსპერიმენტული ნიმუში)
- ჯავშანჟილეტი განკუთვნილია სამოქალაქო პირების ინდივიდუალური დაცვისთვის და გათვლილიატანსაცმლისშიგნიდანჩასაცმელად.
ჟილეტი შედგება წინა და უკანა პანელებისგან, რომლებიც ზედა ნაწილში გადაბმულია დარბილებული სამხრეებით მასზე დატანებული ველკროს ტიპის შესაკრავებით.
გვერდებზე კი რეზინის ინტეგრირებული ქამერბანდით, ასევე ველკროს შესაკრავით. სიმსუბუქის და ექსპლუატაციაში მაღალი ერგონომიულობის მისაღწევად მზიდი შალითის კონსტრუქცია შესრულებულია მაღალი სიმტკიცის ნეილონის მატერიის და 3D air mesh-ის ტიპის ბადისებრი ქსოვილის კომბინაციით.
ჯავშანჟილეტის ჯავშანმედეგობა შეესაბამება NIJ - ის სტანდარტის IIIA დონეს და უზრუნველყოფს დაცვას დანის დარტყმისგან, 9X19 მმ და 7,62X25 მმ ვაზნების ტყვიებისგან.
ასევე V50 ტიპის 750 მ/წმ სიჩქარის მქონე 1,1 გრამი სტანდარტული ფორმის ნამსხვრევების იმიტატორებისაგან.
ჯავშანჟილეტის წინა პანელის დაცვის ფართობია -14,5 დმ2, ხოლო უკანა პანელის -14,8 დმ2 . ნაკეთობის საერთო წონა 2,400 კილოგრამია.
ჯავშანჟილეტის შალითა შესაძლებელია შეიკეროს სათანადო სიმტკიცის სხვადასხვა ფერის ქსოვილისაგან (შავი, თეთრი, კრემისფერი და სხვა).
//=$web_root?>