მრავალფუნქციური ჯავშანმანქანა დიდგორიმრავალფუნქციური ჯავშანმანქანა დიდგორი

მრავალფუნქციური ჯავშანმანქანა დიდგორი

მრავალფუნქციური დაჯავშნული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალება განკუთვნილია სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად და საბრძოლო მოქმედებების რაიონში ექვსი მედესანტისა და ეკიპაჟის სამი წევრის უსაფრთხოდ გადასაყვანად.

სტანდარტულ მოდიფიკაციაში მანქანა შეიარაღებულია 7,62 მმ კალიბრის  M-134G Minigun-ის ტიპის ექვსლულიანი სწრაფმსროლელი ტყვიამფრქვევით ან დისტანციური მართვის საბრძოლო მოდულით, რომელშიც დამონტაჟებულია 12,7 მმ NSV  და მასთან შეწყვილებული  7,62 მმ-იანი PKT-ს ტიპის ტყვიამფრქვევები. დამკვეთის სურვილის შესაბამისად, შესაძლებელია დისტანციურად მართვად მოცემულ მოდულზე დასავლური წარმოების იარაღის დაყენება.

 

ტექნიკური მახასიათებლები:

ცარიელი მასა 8059 კგ

საბრძოლო მასა 8855 კგ

სიგრძე 6120 მმ

სიგანე 2350 მმ

სიმაღლე 2230 მმ

ძრავის სიმძლავრე 330 ცხ/ძალა

გადაცემათა კოლოფი: ავტომატური

სავალი ნაწილის ფორმულა 4X4

მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ

სვლის მარაგი 500 კმ

ეკიპაჟი 3 კაცი

დესანტი 6 კაცი

შეიარაღება 7,62 / 12,7 მმ ტყვიამფრქვევი