მოდულური ფილის მატარებელი პლატფორმა MK-VII, სამხედრო და საპოლიციო სპეციალური დანიშნულების დანაყოფებისთვის. ფილის მატარებელი პლატფორმა შედგება წინა და უკანა ჯავშანპანელებისგან, რომლებშიც ჩალაგებულია ნამსხვრევსაწინააღმდეგო ბალისტიკური ფენა და III ან IV დონის ჯავშანფილები. შესაბამისად ჯავშანჟილეტის პანელები მებრძოლის სხეულის კრიტიკულად სასიცოცხლო მიდამოებს 7,62X51 და 7,62X54 მმ კალიბრის ტყვიებისგან იცავს.
პანელებზე დატანებულია MOLLE-ს ტიპის უნივერსალური სამაგრი სისტემა სხვადასხვა აქსესუარების დასამონტაჟებლად. წინა და უკანა მხარე ერთმანეთთან დაკავშირებულია გადაწყობადი მზიდი სამხრეებით და გვერდულა მაფიქსირებული ქამერბანდებით. ქამერბანდები ჩონჩხისებური კონსტრუქციისაა და მასზე MOLLE-ს სისტემით დამაგრებულია ნამსხვრევსაწინააღმდეგო ფენა და გვერდულა მცირე ზომის ჯავშანფილები. ქამერბანდის გამოყენება შესაძლებელია მინიმალისტურ კონფიგურაციაშიც, რა დროსაც მას ეხსნება საჯავშნე პანელი. ქამერბანდები უკანა პანელზე დაფიქსირებულია ველკროს ტიპის შესაკრავებით და აქვს რეზინის წელვადი ჩანართი, ჟილეტის ჩაცმის შემდეგ სუნთქვის შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად.
ჯავშანჟილეტის სამხრეები და ქამერბანდები წინა მხარეს ჟილეტთან დაკავშირებულია მაღალი ხარისხის პლასტიკისგან დამზადებული სწრაფგამხსნელი ტუბებით, რომლითაც ჟილეტის გახდა ხელის ერთი მოძრაობითაა შესაძლებელი.
წინა და უკანა პანელებში გათვალისწინებულია 250X300 მმ ზომის ჯავშანფილების და ჩადება.