მოდულური კონსტრუქციით აგებული ჯავშანჟილეტია, რომელიც სრული პროფილის საარმიო ჯავშანჟილეტისა და ფილის მატარებელი პლატფორმის ერთგვარი ჰიბრიდია. ჯავშანჟილეტი შედგება წინა და უკანა ჯავშანპანელებისგან, რომლებშიც ჩალაგებულია ნამსხვრევსაწინააღმდეგო ბალისტიკური ფენა და III ან IV დონის ჯავშანფილები. შესაბამისად ჯავშანჟილეტის პანელები მებრძოლის სხეულის კრიტიკულად სასიცოცხლო მიდამოებს 7,62X51 და 7,62X54 მმ კალიბრის ტყვიებისგან იცავს.
პანელებზე დატანებულია MOLLE-ს ტიპის უნივერსალური სამაგრი სისტემა სხვადასხვა აქსესუარების დასამონტაჟებლად. წინა და უკანა მხარე ერთმანეთთან დაკავშირებულია გადაწყობადი მზიდი სამხრეებით და გვერდულა მაფიქსირებული ქამერბანდებით. ქამერბანდები ჩონჩხისებური კონსტრუქციისაა და მასზე MOLLE-ს სისტემით დამაგრებულია ნამსხვრევსაწინააღმდეგო ფენა და გვერდულა მცირე ზომის ჯავშანფილები. ქამერბანდის გამოყენება შესაძლებელია მინიმალისტურ კონფიგურაციაშიც, რა დროსაც მას ეხსნება საჯავშნე პანელი. ჯავშანჟილეტს წინა მხარეს აქვს ინტეგრირებული სამჭიდეები, რომელშიც M-4 ტიპის შაშხანის 6 ცალი ანAKM/AK-74 ავტომატის 3 მჭიდი ეტევა.წინა პანელის ზედა ნაწილში განთავსებულია ასევე ინტეგრირებული ჯიბე. ქამერბანდები უკანა პანელზე დაფიქსირებულია ველკროს ტიპის შესაკრავებით და აქვს რეზინის წელვადი ჩანართი, ჟილეტის ჩაცმის შემდეგ სუნთქვის შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად.
ჯავშანჟილეტის სამხრეები და ქამერბანდები წინა მხარეს ჟილეტთან დაკავშირებულია მაღალი ხარისხის პლასტიკისგან დამზადებული სწრაფგამხსნელი ტუბებით, რომლითაც ჟილეტის გახდა ხელის ერთი მოძრაობითაა შესაძლებელი.
ტექნიკური მახასიათებლები:
დაცვის დონე ჯავშანფილების გარეშე NIJ-Std 0101.06 სტანდარტით - IIIA კლასი
ჯავშანფილების დაცვის დონე - IV კლასი
ჯავშანჟილეტის წონა წინა/უკანა და გვერდითი ჯავშანფილების გარეშე - 4,1 კგ
ჯავშანჟილეტის წონა III/IV კლასის წინა/უკანა და გვერდითი ჯავშანფილებით - 10,6 კგ
ნამსხვრევებისგან დაცვის დონე STANAG 2920 სტანდარტით - V50 1.1 გრ 720 მ/წმ