ინდივიდუალური ჯავშანდაცვისა და განტვირთვის მოდულური სისტემა <<აბჯარი>> ინდივიდუალური ჯავშანდაცვისა და განტვირთვის მოდულური სისტემა <<აბჯარი>>

ინდივიდუალური ჯავშანდაცვისა და განტვირთვის მოდულური სისტემა <<აბჯარი>>

  • ”-ში შემუშავებული ქვეითი მებრძოლის პერსპექტიული ინდივიდუალური ჯავშანდაცვისა და განტვირთვის მოდულური სისტემა „აბჯარი“ საჯავშნე ელემენტებისა და განტვირთვის სისტემების ერთიანი ჰიბრიდული, მრავალფუნქციური კომპლექსია. უნიფიცირებული მოდულური სისტემა „აბჯარი“ საშუალებას იძლევა სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების ქვედანაყოფებმა ააწყონ და მოირგონ სპეციალურად მათ მოთხოვნილებებზე და საჭიროებებზე გათვლილი კონფიგურაცია, ამის საშუალებას სწორედ მოდულური გაუმჯობესებული ფუნქციონალური დიზაინი იძლევა.
    სისტემა ბრძოლის ველზე უზრუნველყოფს მებრძოლის მაღალ ჯავშანდაცულობას, კლასიკური კონფიგურაციის ჯავშანჟილეტებთან შედარებით ბევრად მაღალ ერგონომიულობას, მობილურობას და ავტონომიურობას.  მთლიანი კომპლექტის მასა ჩაფხუტის გარეშე  12 კგ-ია.

მოდულური სისტემა „აბჯარის“  შემადგენლობაში შედის:

1 - ჯავშანჟილეტი MK-VI
2 - სამხრე-საქამრე სისტემა
3 - ჯავშანჩაფხუტი (სხვადასხვა მოდელის)
4 - დამატებითი ჯავშანდაცვის ელემენტები შემდეგი კომპლექტაციით: კისრის და ყელის მიდამოს დამცავი ნამსხვრევსაწინააღმდეგო პანელები, მხრების დამცავი პანელები, ფეხების დამცავი პანელები, მუცლის მიდამოს, საზარდულის და უკანა დამცავი პანელები,