ჯავშანჟილეტი განკუთვნილია საინკასაციო სამსახურების პირადი შემადგენლობისთვის. გათვლილია სხეულის ზედა ნაწილის დასაცავად ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისგან. ჯავშანჟილეტის კორპუსზე დატანებულია MOLLE-ს უნივერსალური სისტემა, რაც საშუალებას იძლევა მასზე დამაგრდეს სხვადასხვა ზომის, მოცულობის და დანიშნულების ჯიბეები, ჩანთები და სხვა აქსესუარები. ჯავშანჟილეტში წინა და უკანა მხარეს თავსდება კომპოზიტური მასალისგან დამზადებული ჯავშანფილები, რომელიც უზრუნველყოფს 7.62X39 და 7.62X54R მმ კალიბრის ვაზნებისგან დაცვას.
ტექნიკური მახასიათებლები:
დაცვის დონე ჯავშანფილების გარეშე NIJ-Std 0101.06 სტანდარტით - III A კლასი
ჯავშანფილების დაცვის დონე - IV კლასი
ჯავშანჟილეტის წონა ჯავშანფილების გარეშე - 3,5 კგ
ჯავშანჟილეტის წონა IV კლასის ჯავშანფილებით - 8,5 კგ
დაცვის ფართი - 29,3 დმ²
ნამსხვრევებისგან დაცვის დონე STANAG 2920 სტანდარტით - V50 1.1 გრ 720 მ/წმ