საპოლიციო დანიშნულების ჯავშანჟილეტი MK-III განკუთვნილია საპოლიციო დანაყოფების პირადი შემადგენლობის ინდივიდუალური დაცვისთვის, გათვლილია მებრძოლის სხეულის ზედა ნაწილის დასაცავად ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისგან. ჯავშანჟილეტი დამზადებულია molle-ს ტიპის მოდულური კონსტრუქციით, რაც საშუალებას იძლევა მასზე დამაგრდეს სხვადასხვა ზომის, მოცულობის და დანიშნულების ჯიბე. ჯავშანჟილეტში წინა და უკანა მხარეს თავსდება კომპოზიტური მასალისგან დამზადებული სპეციალური ჯავშანფილები, რომელიც უზრუნველყოფს 7.62X54R მმ კალიბრის B-32 ტიპის ჯავშანგამტანი ვაზნებისგან დაცვას.
ტექნიკური მახასიათებლები:
დაცვის დონე ჯავშანფილების გარეშე - IIIA NIJ-Std 0101.06 სტანდარტით
დაცვის დონე ჯავშანფილით - IV კლასი
ჯავშანჟილეტის წონა ჯავშანფილების გარეშე - 3.2 კგ
ჯავშანჟილეტის წონა IV კლასის ჯავშანფილებით საყელოს და
საზარდულის დამცავის გარეშე - 8.5 კგ
ჯავშანჟილეტის წონა IV კლასის ჯავშანფილებით
საყელოთი და საზარდულის დამცავით - 9.5 კგ
დაცვის ფართი საყელოს და საზარდულის დამცავის გარეშე - 40 დმ²
დაცვის ფართი საყელოთი და საზარდულის დამცავით - 54 დმ²
ნამსხვრევებისგან დაცვის დონე STANAG 2920 სტანდარტით - V50 1.1 გრ 750 მ/წმ
ზომები - S,M,L,XL,XXL