მრავალფუნქციური ჯავშანჟილეტი MK-II

მრავალფუნქციური ჯავშანჟილეტი MK-II

განკუთვნილია მებრძოლის სხეულის ზედა ნაწილის დასაცავად საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისგან და ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისგან.  ჯავშანჟილეტს აქვს molle-ს ტიპის უნივერსალური სამაგრი სისტემა, მასში წინა და უკანა მხარეს თავსდება კომპოზიტური მასალისგან დამზადებული სპეციალური ჯავშანფილები, რომელიც უზრუნველყოფს 7.62X54R მმ კალიბრის  ЛПС ტიპის სტანდარტული ვაზნებისგან დაცვას. ფილების გარეშე ჯავშანჟილეტის ბალისტიკური შიგთავსი უზრუნველყოფს 7.62X25 მმ (ТТ)  კალიბრის ფოლადის გარსიანი ტყვიებისგან დაცვას. ჟილეტი აღჭურვილია ავარიული სწრაფი გახსნის სისტემით.

ტექნიკური მახასიათებლები:

დაცვის დონე ჯავშანფილების გარეშე - III A NIJ-Std 0101.06 სტანდარტით

ჯავშანფილების დაცვის დონე - 7,62x54R

ჯავშანჟილეტის წონა ჯავშანფილების გარეშე - 4 კგ

ჯავშანჟილეტის წონა ჯავშანფილებით - 9 კგ

დაცვის ფართი - 38-40 დმ²

ნამსხვრევებისგან დაცვის დონე STANAG 2920 სტანდარტით - V50 1.1 გრ 720 მ/წმ